
საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ოდესის პროკურორად დანიშვნის შესახებ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.
ინფორმაცია რუსულ მედიაზე დაყრდნობით რამდენიმე უკრაინულმა და ქართულმა მედიასაშუალებამ, მათ შორის, "აფხაზეთის ხმამაც" გაავრცელა, მაგრამ თავად ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში ინფორმაციას არ ადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ ოდესის პროკურორად ზურაბ ადეიშვილის დანიშვნის სესახებ ინფორმაცია დაახლოებით ოცი დღის წინაც გავრცელდა.