რის გაკეთებას შესძლებდა 13 ივნისის სტიქიის დროს ორი „სუპერ პუმა“: მახასიათებლები და შესაძლებლობები (ვიდეო)

Image

13 ივნისის სტიქიის დროს, მაშინ, როცა უამრავი ადამიანი თბილისში, ახალ გზაზე, მოვარდნილ ღვარცოფს ებრძოდა, ხოლო ვერეს ხეობაში, დატბორილი სახლებიდან ადამიანები ითხოვდნენ შვებას და იქ მაშველები ვერ მიდიოდნენ, ტრაგედიის ეპიცენტრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში ასეთ პირობებში სამაშველო საქმიანობისთვის გამოსადეგი ორი ფრანგული ვერტმფრენი „სუპერ პუმა“ იდგა. 

 

დღეს უკვე აქტიურად განიხილავენ თემას: რატომ არ ჩაება სამაშველო ოპერაციაში ეს ორი ვერტმფრენი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიძინეს და ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა „დააკონსერვა“, რადგან მასში გადახდილი თანხა „ფუფუნებად“ მიიჩნია?

 

შეეძლო თუ არა „სუპერ პუმებს“ წყალდიდობაში მოხვედრილი მოქალაქეების გადარჩენა იმის მიხედავად, რა მიზნით იყიდა ის წინა ხელისუფლებამ, ანუ, სჭირდებოდა თუ არა ვერტმფრენებს სერიოზული გადაკეთება იმისთვის, რომ ისინი სამაშველო ოპერაციაში გამოეყენებინათ?

 

გვყავდა ან გვყავს თუ არა კვალიფიციურ პილოტთა გუნდი, ეკიპაჟი, რომელიც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, ღამით შესძლებდა „სუპერ პუმების“ გამოყენებას და მის შესაძლებლობებს მოქალაქეთა გადარჩენისკენ მიმართავდა?

 

რა ტექნიკური მახასიათებლები აქვს „სუპერ პუმას“ სინამდვილეში, ხომ არ არის გადაჭარბებული ხმები მისი ფართო შესაძლებლობების შესახებ?

 

ამ და სხვა კითხვებზე „აფხაზეთის ხმა“ კომპეტენტური პირების მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებებით უპასუხებს.

 

თავდაპირველად, გავიხსენოთ, როგორ მოხვდა "ევროკოპტერის" პროდუქცია საქართველოში:

 

როგორც მამუკა კუდავა იხსენებს:

 

"2010 წლის ივნისში „ეარბასის“ კომპანიასთან პარიზში ხელი მოეწერა ევროკოპტერის ვერტმფრენების შეძენის კონტრაქტს - ორი ახალი „სუპერ პუმა“, ერთი „ეკიუროი ბ3“ ანუ „ციყვი“ და ერთი ძველი „პუმა“ (ფოტო - თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი „პუმასთან“ ერთად). პერსპექტივაში იგეგმებოდა სულ 6 ვერტმფრენის შეძენა.

 

ამ კონტრაქტის ხელმოწერა ადვილი არ იყო და მთავრობას და პარიზში საელჩოს დაგვჭირდა დიდი ძალისხმევა საფრანგეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა პრეზიდენტ სარკოზისთან 2 წლის განმავლობაში, რასაც თან ახლდა რუსეთის ზეწოლა და შანტაჟი. მოსკოვი იმუქრებოდა ორმხრივი კონტრაქტების გაწყვეტით ფრანგულ კომპანიებთან.

 

ეს ვერტმფრენები ორმაგი დანიშნულებისაა - როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო. მათ შეუძლიათ ტრანსპორტირება და სამაშველო ოპერაციების წარმოება როგორც მთაში (ევერესტზე დაჯდომაც კი), ისე ზღვაზე (დაშვება წყალზე).

 

ვერტმფრენების შეძენას მაშინ მხარს უჭერდა დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგალითად იმ დროს სამხედრო ექსპერტი და ამჟამად პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი:

 

„ვერტმფრენები ძირითადად გამოყენებული იქნება სამაშველო ღონისძიებების დროს, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიანს საჭირო და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ადგილი ჰქონდა ძალიან ბევრ, არასასიამოვნო ბუნებრივ კატასტროფას. ჩვენ, ამ მიმართულებით გვჭირდება, კიდევ უფრო გაძლიერება. რუსეთის პოზიცია და პროტესტი, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს, გარკვეულწილად უკავშირდება, საქართველოს სამხედრო სფეროში დახმარებას ან შეიარაღებას, მე ვფიქრობ, არის, უბრალოდ, მორიგი ისტერია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

 

იმდენად, რამდენადაც ნებისმიერი ჩვენი სავაჭრო გარიგება სხვა და სხვა სფეროებში, შეიძლება, რუსეთმა პირდაპირ დააკავშიროს სამხედრო იარაღთან. ამ ლოგიკით, ნებისმიერი ტრანსპორტი, საჭიროების შემთხვევაში, კრიზისების დროს, შეიძლება გამოყენებული იქნეს თავდაცვის მიზნებისთვის“. - ციტატის ბმული

 

„ოცნების ხელისუფლების“ მოსვლის შემდეგ, ახირების თუ პოლიტიკური დაპირისპირების გამო, პრემიერმა ივანიშვილმა გადაწყვიტა ვერტმფრენების არგამოყენება, მათ შორის სამაშველო ოპერაციებში, და გაყიდვა დააპირა, თანაც უშედეგოდ. - ბმული 

 

21 ივნისს თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი ესტუმრა მარნეულის საავიაციო ბაზას, შემდეგ კი სოციალურ ქსელში აღიარა, რომ ამ ფოტოზე აღნიშნული ძველი „პუმას“ გარდა ბაზაზე ნახა ცელოფნებში შეხვეული გამოუყენებელი „სუპერ პუმა“. 

 

აღნიშნული ვერტმფრენების სამაშველო ოპერაციებში გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო 2014 წლის იანვარში არხოტში, წყალში ჩავარდნილი და გაყინული 26 წლის ერეკლე ჭინჭარაულის გადარჩენა, ისევე როგორც 14 ივნისს ვერეს ხეობაში წყალდიდობისას ხალხის ხსნა, როგორც მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში სახურავზე მდგომი ფეხმძიმე ივლიტა მუჯირის და მარიამ ქუთელიასი.

 

დასკვნა მთავრობისთვის: ბუნებრივი კატასტროფისას ხალხის გადარჩენა თქვენი ვალდებულებაა, თუნცაც ეს „მიშას პუმებით“ იყოს აუცილებელი. სინამდვილეში ხომ ეს ვერტმფრენები მიშასი კი არა, ბიუჯეტითაა შეძენილი და ჩვენია - ხალხის". - წერს მამუკა კუდავა და იქვე პასუხობს შეკითხვებს იმის სესახებ, რამდენად შესაძლებელი იყო ვერტმფრენების გამოყენება მათი ხანგრძლივი დგომის გათვალისწინებით და ასევე, გვყავდა ან გვყავს თუ არა კვალიფიციური ეკიპაჟი "სუპერ პუმების" სამართავად:

 

"იყო თუ არა „პუმები“ მზად სამაშველო ოპერაციებისთვის ეკიპირებული? რასაკვირველია, ეს იდო კონტრაქტში, ღამის პირობებშიც. ყველა ვარიანტში, წყალდიდობისას ვერტმფრენებს შეეძლო ათეულობით ადამიანის გადარჩენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საფრენი აპარატები იყო ვითომდა ფუფუნების თუ ვ.ი.პ. საგანი...

 

"კონტრაქტი ითვალისწინებდა ეკიპაჟის გაწვრთნას მარსელში, რაც ნაწილობრივ მოხდა კიდეც, ისინი დაფრინავდნენ საქართველოში ძველი „პუმით“. 2012 წლის მერე რა მოხდა არ ვიცი, ვეჭვობ აღარ გაიგზავნა ახალი ეკიპაჟები გადასამზადებლად. ყველა შემთხვევაში, თითქმის 3 წელია არაფერი გაკეთებულა ვერტმფრენების მწყობში ჩასაყენებლად".

 

ბმული ვიდეოზე "სუპერ პუმას" ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, "მაივიდეოდან".

 

puma.jpg

puma1.jpg

puma-xid.jpg

puma-vere.jpg

puma-wyalze.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !