-
2015-06-23 20:01
საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში" გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საქართველოდან ლურჯი მოცვი ევროპულ ბაზარზე გასაყიდად გავა. "ფეისბუქის" ქართველი მომხმარებლების ნაწილი მთავრობას "მიგნებას" და "ხალხისთვის სასარგებლო" წამოწყებას უქებს.
როგორც მედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, ლურჯი მოცვის ევროპულ ბაზარზე გატანის მიზნით სამეგრელოსა და გურიაში პლანტაციების მოშენების იდეა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ეკუთვნის და ის ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, თუმცა, დღევანდელი მთავრობის განცხადებებში ლურჯ მოცვთან დაკავშირებით ეს არც არის ნახსენები.
ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ამ იდეის გაჟღერებასა და პლანტაციების სანახავად მიხეილ სააკაშვილის ჩასვლას, ასევე მის ფრაზებს მოცვის პლანტაციებთან დაკავშირებით მაშინ ირონიული დამოკიდებულებისთ შეხვდნენ სოციალურ მედიაში, ასევე, ოპოზიციაში. "აფხაზეთის ხმა" ამის დამადასტურებელი სქრინები მოიძია:
ციტატა საქართველოს მთავრობის ცნობიდან ლურჯი მოცვის შესახებ:
დიდი ბრიტანეთის გარდა, პროდუქცია ჰოლანდიის, სომხეთის, რუსეთის და ბალკანეთის ქვეყნების ბაზრებზე გაიყიდება
►ლურჯი მოცვის კრეფასა და სარეალიზაციოდ შეფუთვას ,,ვანრიკ აგრო“ დაბა ლაითურში ახორციელებს
►კომპანიაში მუდმივად დასაქმებულია 100, ხოლო სეზონურად დამატებით 150 ადგილობრივი
►ლურჯი მოცვის პლანტაციის დამატებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე განაშენიანება საპარტნიორო ფონდის ინვესტიციით მიმდინარეობს
► პროექტის განვითარების შემდეგ სეზონურად 1000-მდე მუშახელი დასაქმდება
► ლურჯი მოცვის მოყვანა-გადამუშავების პროექტი ჯამური ღირებულება 6,5 მლნ. აშშ დოლარია
ციტატები 2011 წელს გაშუქებული ნიუსებიდან და მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან:
"2013 წელს საქართველოდან უცხოეთში მოცვის ექსპორტი დაიწყება. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ახალი სანერგე მეურნეობის განვითარება დაიწყო. სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც 5.7 მეათედ ჰექტარზეა გაშენებული, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა";
"მოცვი იმ ადგილზეა დარგული, სადაც წლების წინ ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული. ადგილობრივები პირველ მოსავალს 2013 წელს ელოდებიან, რის შემდეგაც საქართველოში მოყვანილ კენკრას ევროპულ ბაზარზე გაიტანენ.
„აქ ადრე იყო ჩაის პლანტაციები, რომლებიც გახმა. ჩვენ, სახელმწიფომ, უდა შევქმნათ სტანდარტები, თუ რა უფრო მომგებიანი იქნება სოფლის მეურნეობისთვის. ჩვენ გვაქვს მოცვის გასაღების გარანტირებული ბაზრები. თუ შეგვიძლია ერთი თვით ადრე მოვიყვანოთ მოსავალი, ვიდრე სხვა მწარმოებელ ქვეყნებს, ეს ნიშნავს, რომ გარანტირებული ბაზარი გვექნება. ამით ძალიან ბევრ ადამიანს ექნება საშუალება, გაზარდოს თავისი შემოსავალი. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი.
ამაზე ვისაუბრე ჩემს საპარლამენტო გამოსვლაში. მაგრამ ერთია, რომ საპარლამენტო ტრიბუნაზე ყელი მოიღერო და თქვა და მეორეა ჩამოხვიდე, დარგო და მართლა გააკეთო. ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. ყველა დაპირებას მივიყვანთ ბოლომდე. ადრე იყო ბუჩქნარი და უიმედობის და უპერსპექტივობის სრული განცდა, ახლა კი ყველაფერი შეცვლილია. ეს არის ჩვენი მოსახლეობის შემოსავალის დამატებითი წყარო", - განაცხადა სააკაშვილმა." - "ჯი ეიჩ ენი", 2011 წლის 9 ივნისი.

სოციალური ქსელის რეაგირება მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წელს გაცხადებულ ინოვაციებზე მოცვთან დაკავშირებით:

