საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი მეგობარსა და თანაგუნდელს გიგი უგულავას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს და აღნიშნავს, ომ ეს "რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია".
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რომელიც ზუგდიდში ადგილობრივ მრევლს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მღვდელმთავარმა, ეპისკოპოსმა გერასიმემ გააცნო, ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში დარჩება და მას ხობში არ გადაიტანენ.
ვერძი: - კარგი დღეა საბინაო საკითხების მოსაგვარებლად, საოჯახო საქმეებისა და ქველმოქმედებისათვის. საქმეების გამო შესაძლოა გავლენიანი პირების ფსიქოლოგიური ან იურიდიული დახმარება დაგჭირდეთ.
დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ დარბაზში შეკრებილი გიგი უგულავას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.
დედაქალაქის ყოფილმა მერმა, სასამართლოს დარბაზიდან დღეს გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, უკან, ციხეში შებრუნდება თუ არა, მთავარი ისაა, რომ 9 თვეზე მეტხანს არცერთი ადამიანი არ იქნება წინასწარ პატიმრობაში.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დღეს, 20 საათზე ზუგდიდში, ღვთისმშობლის შობის სახელობის მშენებარე ტაძართან შეკრებილი მრევლი, რომელთა შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ, ზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის ხობში, ერთი დღით შესაძლო გადატანას აპროტესტებდა.
დღეს, დაახლოებით 21 საათზე, ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის გვერდით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
საქართველოს ცხრამეტწლამდელ ფეხბურთელ ქალთა ნაკრებმა შვეიცარიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში შვეიცარიელ თანატოლებთან 0:23 წააგო.
მომღერალმა სტას ბარეცკიმ, რომელიც ჯგუფ "ლენინგრადში" გამოდიოდა, ქუჩაში, გამვლელების თვალწინ რუსულ რუბლს ორიგინალურად დაუჭირა მხარი: მან აშშ დოლარების დასტა დაწვა, სადაც ჯამში 20.000 აშშ დოლარი იყო.