-
2015-09-25 13:43
„მაესტროს ფაქტორში“ დებატების დროს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთი ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საგარეჯოში გაიმარჯვებს. მისი თქმით, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალება, როგორც პოლიტიკური პარტია.
„სანთელი დაუნთეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ გადაგარჩინათ, რომ მანდ ზიხართ ახლა და არა გლდანის მე-8 საპყრობილეში. მოვდივარ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლურსმანი დაგაჭედოთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა, რასაც აკაკი ბობოხიძის რეპლიკა მოჰყვა: „შეათანხმეთ უკვე ბატონ ბიძინასთან თქვენი მაჟორიტარობა?“.