როდის და რატომ დასწყევლა ზუგდიდელები მიტროპოლიტმა გერასიმემ - მგალობლის ბრალდებები

Image

მაცხოვრის კვირაცხოვლობის ტაძრის მგალობელი ორესტი სიჭინავა მისი და მისი მეგობრის მხრიდან გამოხატული პოზიციის გამო, მოქალაქეთა ნაწილისა და სასულიერო პირების მხრიდან მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე წერს.

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კვართის ზუგდიდში დატოვება გადაწყდა, ის მეგობარ დიმიტრი გერლიანთან ერთად ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დაიბარეს. თავდაპირველად მღვდელმა გიორგი ქავთარაძემ დაურეკა, მოგვიანებით კი თავად ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე დაუკავშირდა.

 

იქ მისულ მგალობელს მეუფე, სამღვდელოება და მისი უახლოესი გარემოცვა დახვდა, დაახლოებით 30 კაცამდე. ორესტი სიჭინავას თქმით, მას მოსთხოვეს პასუხი, თუ რატომ აქტიურობდნენ ისინი წინა დღის მოვლენების გამო, კერძოდ, კვართის შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით.

 

„ტაძარში შესვლისას მიტროპოლიტმა გერასიმემ, რომელიც ამბიონზე იდგა, ხელით მიგვითითა მის წინ კიბეებს ქვემოთ დავმდგარიყავით. მან მოგვთხოვა პასუხი, თუ რატომ ვაქტიურობდით წინა დღის მოვლენების დროს, ასევე მომთხოვა ამეხსნა, როდის და სად დაიწყევლა. მე ვუთხარი, რომ 2006 წელს, ზუგდიდის I საჯარო სკოლის ეზოში მიტოპოლიტმა გერასიმემ დაწყევლა ზუგდიდელები. (ეს ის პერიოდია, როცა ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ეზოში ტაძრის აშენების საკითხი უარყოფითად გადაწყდა და დაიწყო სკოლის საბავშვო სტადიონის მშენებლობა,)

 

მის კითხვაზე ვინ ესწრებოდა ამ ფაქტს ვუპასუხე, რომ არ მახსოვს ზუსტად და თუ არ ვცდები მამა მალხაზი და მამა ილარიონი. მამა ილარიონმა დააფიქსირა, რომ ამ ფაქტს ის არ ესწრებოდა. მიტროპოლიტმა შემაჩერა და მითხრა, რომ შენ უკვე ტყუილი თქვი. ამის შემდეგ მიტროპოლიტმა გერასიმემ ორჯერ გაიმეორა, რომ მან ნამდვილად დაიწყევლა და როცა გაიაზრა თუ რა გააკეთა წავიდა თბილისში პატრიარქთან შენდობის სათხოვნელად. მან ისიც დააფიქსირა, რომ გზაში კინაღამ გული გაუსკდა და როცა ჩავიდა თბილისში ისეთ დღეში იყო, რომ ეპისკოპოსებმა კითხეს რა მოხდა ასეთი, რა მოგივიდაო.

 

მისი თქმით მან პატრიარქს შენდობა სთხოვა და დაბრუნებულზე კი ზუგდიდელ მამებს, თან დასძინა: „როგორ ფიქრობთ, ღვთისმშობელი ამდენ ხანს დამტოვებდა შენდობა რომ არ მქონდეს მიღებული“. მან მკითხა, წყევლის ამბავი ამდენი ხნის შემდეგ რატომ გაიხსენეთო, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ კვართთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გამახსენა ეს ყოველივე. შემდგომ მიტროპოლიტმა მოიყვანა მაგალითი პატერიკიდან, თუ როგორ შეიცვალა ერთი მღვდელმთავარი უფრო უარესი მღდელმთავრით და დასძინა, რომ არსად აპირებდა გადასვლას“, - წერს ორესტი სიჭინავა.

 

მისივე თქმით, ამის შემდეგ რამდენიმე სამღვდელო პირმა მას დაჩოქება უბრძანა, უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „საშინელი რამ მოუვიდოდა“. მან დაიჩოქა, თუმცა როცა ადგომა დააპირა, ხელმეორედ დააჩოქეს და განუმარტეს, რომ არ ამდგარიყო. მის მეგობარ დიმიტრი გერლიანსაც იგივე მოთხოვეს, თუმცა ვერ დააჩოქეს და „დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფები, მუქარა“.

 

„ამის შემდეგ მეც ავდექი და ვუთხარი მათ, რომ ყოველივე აქ მომხდარის შესახებ უწმინდესს ვეტყოდი. ამას მოყვა იქ მყოფი ხალხისგან ლანძღვა, გინება, მუქარა. იყო შეძახილები: მატყუარა, რეებს კადრულობს, მოსაკლავია, ფეხებითაა ჩამოსაკიდი, პანღურით ვცემოთ, ჩხოროწყუში მიგიჩენთ ადგილს, გაეთრიე ზუგდიდიდან. ეს ყველაფერი ხდებოდა მიტროპოლიტის თვალწინ და მას ხმა არ ამოუღია.

 

მათ ამ რისხვას, რამდენიმე სასულიერო პირმა გამარიდა, გარეთ გამიყვანა, ხოლო იქ მყოფ ხალხს მიმართა, რომ ასეთი რამ ეკლესიაში არ შეიძლებოდა. გარეთ გამოსულს, ეს განრისხებული ხალხი უკან მომყვებოდა შეძახილებით და მუქარით. მანქანაში რომ ჩავჯექი, თან ჩამიჯდა სრულიად უცხო 2 ახალგაზრდა მამაკაცი.

 

ერთ-ერთმა მათგანმა მკითხა ვინ ვიყავი და რა მინდოდა - როგორც შემეძლო მოკლედ ავუხსენი საქმის ვითარება. მან მეორეს მიმართა, „რა უნდათ ამ კაცთან, ეს კაცი მართალიაო“, ის გადავიდა მანქანიდან და ხალხს მიმართა: დაანებეთ ამ კაცს თავიო და შეაჩერა ისინი. ამის შემდეგ ჩვენ უსაფრთხოდ გავეცალეთ იქაურობას“.

 

ორესტი სიჭინავა ფიქრობს რომ ნებისმიერი სასულიერო პირი, რომელიც ამ ფორმით განსჯის ადამიანს ეკლესიაში, „გინებით, მუქარით, დაბეზღებით“, ყოველგვარ საეკლესიო და საერო კანონებს სცილდება და არის მიუღებელი.

 

„ამ ფაქტმა შეურაცხყო ჩემი ღირსება, მაგრამ უპირველესად შეურაცხყოფილია ტაძარი და დედაეკლესია, აქედან გამომდინარე მათგან მოვითხოვ საჯაროდ ბოდიშის მოხდას“, - წერს ის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !