საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, ამერიკული მხარე მზადაა, საქართველოს თხოვნის შემთხვევაში, სასამართლო ექსპერტიზის კუთხით დაეხმაროს.
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
დაჩი დარჩიას დედა, ლილი შეყილაძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ბარის შიდა ვიდეოჩანაწერები დამონტაჟებულია.
ზურაბ ჟვანიას საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე ჰყვებიან საქმეში უშუალოდ ჩართული პირები, მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა.
ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ეხმიანება "რუსთავი-2"-ზე გასაჯაროვებულ FBI-ს დასკვნას და აცხადებს, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის აქტის სცენა დადგმულია.
2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას დედა ციცინო გაბუნია წერს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე გენერალურ პროკურატურას ჰქონდა აყვანილი კონტროლზე, მაგრამ ის გამოუძიებელი დარჩა, ხოლო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის შემდეგ ეუბნებოდნენ, რომ ეჭვმიტანილის სიკვდილის გამო საქმე დაიხურებოდა.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადებით, რომელიც მან თოქშოუ "არჩევანში" გააკეთა, ირკვევა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დილეტანტის მიერ იყო დამონტაჟებული.
კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალის გამგეობის მოვალეობის შემსრულებელი, მარეხ ყამბეგაშვილი სვამს შეკითხვას, ვინ აუყვანა ადვოკატი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს, მაშინ როცა არც მას პირადად და არც მის ოჯახს ამის საშუალება არ გააჩნდათ.
საქართველოს ყოფილი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, FBI -ს დასკვნის ნაწილის გასაიდუმლოება თავის დროზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ასევე, ზურაბ ჟვანიას ოჯახის თხოვნაც გაითვალისწინეს, რომელიც დოკუმენტის გასაიდუმლოებას ითხოვდა.
ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის ნანა გიგლემიანის ბებია სამართალდამცავებს საქმის გამოძიებას სთხოვს:„ველოდები ხვალინდელი დღის გათენებას. სამმართველოს უფროსი დაგვპირდა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და ჩემი შვილიშვილის მკვლელი დაისჯება.