
კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალის გამგეობის მოვალეობის შემსრულებელი, მარეხ ყამბეგაშვილი სვამს შეკითხვას, ვინ აუყვანა ადვოკატი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს, მაშინ როცა არც მას პირადად და არც მის ოჯახს ამის საშუალება არ გააჩნდათ.
„მე მგონი, მთელმა საქართველმ ნახა, როგორი მატერიალური მდგომარეობა აქვს გიორგი სოსანაშვილს. მან მითხრა, რომ მისი შემოსავლის 80 % მიდიოდა ალიმენტში, ფაქტიურად ხელფასიდან 200 ლარიც არ რჩებოდა, ძალიან უჭირდა და თუ რამე საშუალება გამოჩნდებოდა მისთვის დახმარების გაწევა მთხოვა.
მე ძალიან მაინტერესებს და ვსვამ ამ შეკითხვას, რადგან ვიცი მისი და მისი მშობლების მატერიალური მდგომარეობის შესახებ, თუ ვინ უხდის მის ადვოკატს ანაზღაურებას, ის რომ ადვოკატის მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება მგონი ყველამ ვიცით. ეს რომ სახაზინო ადვოკატი იყოს გასაგები იქნებოდა, მაგრამ ვინც მას იცნობს და იცის მისი მატერიალური მდგომარეობის შესახებ ყველას უჩნდება ეს კითხვა“,- განაცხადა მარეხ ყალიბეგაშვილმა „არჩევანში“.