აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ დათმობას არ აპირებს და ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა, თუმცა, უკანონობას არ დაუშვებს. მას მხარი დაუჭირეს სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებმა.
"კვირის პალიტრა" 23 მაისს სანაპიროზე მომხდარი ავარიის დეტალებზე წერს, სადაც ერთმანეთს "ბრაბუსის" ტიპის ჯიპი მსუბუქ ავტომანქანა "მერსედესს" შეეჯახა. ავარიის შედეგად 5 წლის ბავშვი ბებია-ბაბუასთან ერთად გარდაიცვალა. ავარიის შემდეგ ლუკა ცოცხალი იყო, თუმცა, კლინიკაში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი "ლიტერატურულ კაფეში" ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და თავდასხმაში ეჭვმიტანილების ხელწერილით გათავისუფლებაში მოულოდნელს ვერაფერს ხედავს.
უკრაინაში აფხაზეთიდან ჩასული "ბოევიკები" მოქმედებენ. როგორც "rbc.ua" იუწყება, ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა, ნიკოლაი ლიტვინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირანის სასამართლომ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი სასამრთლოში, Instagram и WhatsApp მომხმარებლების პირად ცხოვრებაში ჩარევის საქმესთან დაკავშირებით დაიბარა.
ვიდეოპორტალ "იუთუბზე" და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ თბილისი მერობის კანდიდატად დასახელებული დავით ნარმანიას წინასაარჩევნო კლიპის სახეცვლილი ვარიანტია.
გადაცემა "პოზიციის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 27 მაისის "არჩევანში", სადაც საეთერო დრო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარდგენას დაეთმო, მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები საკმაოდ ორიგინალურად წარადგინა.
პოეტი რეზო ამაშუკელი "ასავალ-დასავალის" მიერ "ფეისბუქში" გავრცელებულ ვიდეოში პავლე ინგოროყვასა და რევაზ თაბუკაშვილის სადღეგრძელოს სვამს და "ლიტერატურულ კაფეში" მომხდარ ინციდენტსაც ეხმიანება, აცხადებს რა, რომ "უარესი მოხდება", ხოლო "ნაციონალებს" მოუწოდებს "სახლში დაეტიონ".
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" მხარდამჭერებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კონტრაქციის მონაწილეებმა "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლებს კვერცხები დაუშინეს.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მრჩეველი გახდა, კახა ბენდუქიძე ადასტურებს და აცხადებს, რომ მასთან ერთად მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში ორი ამერიკელი და ორი კანადელი სპეციალისტი იქნება.