
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ დათმობას არ აპირებს და ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა, თუმცა, უკანონობას არ დაუშვებს. მას მხარი დაუჭირეს სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებმა.
28 მაისს ანქვაბის მხარდამჭერები სოხუმში შეიკრიბნენ და თავიანთი პოზიცია ცალსახად გამოხატეს. "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქიდან.