
ვიდეოპორტალ "იუთუბზე" და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ თბილისი მერობის კანდიდატად დასახელებული დავით ნარმანიას წინასაარჩევნო კლიპის სახეცვლილი ვარიანტია.
კლიპში დავით ნარმანიას ახალი კლიპის კადრებთან ერთად გამოყენებულია კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ 2012 წელს გაცემული დაპირებები, რომლებიც არ შესრულდა.