
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მრჩეველი გახდა, კახა ბენდუქიძე ადასტურებს და აცხადებს, რომ მასთან ერთად მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში ორი ამერიკელი და ორი კანადელი სპეციალისტი იქნება.
კახა ბენდუქიძემ უკვე მიიღო მონაწილეობა მრჩეველთა ხუთკაციანი საბჭოს პირველ შეხვედრაში. ამასთან, მას არა აქვს ინფორმაცია პოროშენკოს მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ.
„ხუთკაციანი საბჭო თვეში ერთხელ შეიკრიბება და მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის და უკრაინის ეკონომიკისთვის. დღეს უკრაინაში ეკონომიკური პრობლემები მოზღვავებულია. ეს წინა წლების არაკეთების შედეგია. მე ყველა ქართველს მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ უკრაინისთვის“, - განაცხადა კახა ბენდუქიძემ.