ავსტრალიელმა კომიკოსმა მსახიობმა სელესტრა ბარბერმა შესანიშნავი გასართობი მონახა, მეგობრებსაც გაუზიარა სოცქსელების მეშვეობით და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ახლა ბარბერი არანაკლებ პოპულარულია, ვიდრე ის ჰოლივუდელები, რომლებიც მისგან გაშარჟებული ფოტოების ორიგინალზე არიან გამოსახულნი.
წყვილმა რუსეთიდან, რომლებიც შვილს ელოდებოდნენ, გადაწყვიტა, ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაეტარებინათ და 4D ფოტოც გადაეღოთ, მაგრამ როცა ამგვარი ფოტოს ნიმუშები ნახეს, არდაბადებული შვილის ფირზე აღბეჭდვა გადაიფიქრეს.
"ლექსუსის" მძღოლმა, რომელიც სასულიერო პირი აღმოჩნდა, ქალაქის ქუჩებში დევნა მოუწყო მძღოლს, რომელმაც პარკირების ადგილიდან გამოსვლისას გზის გადაკეტვის გამო მღვდელს სახეში ჩებურეკი ესროლა.
რუსეთში პირველი ახალშობილი დაარეგისტრირეს, რომელსაც ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთების პატივსაცემი სახელი უწოდეს. კრიმ ალექსანდრეს ძე ეკატერინბურგში, ლენინის რაიონის მმაჩ-ის ბიუროში გააფორმეს. ამის შესახებ "იზვესტია" იტყობინება.
"Сорок сороков" ანუ СС - ასე ჰქვია ნეონაცისტურ მოძრაობას რუსეთში, რომლის წარმომადგენლებთან თბილი ურთიერთობა აქვს სრულიად რუსთა კათოლიკოს-პატრიარქ კირილს. ამის შესახებ "ნოვიი რეგიონი" იტყობინება და ფოტოებსაც აქვეყნებს.
ის, რაც პირდაპირ ეთერში არ მოხვდა: ზურაბ ზვიადაურის მცდელობა, აენთო ოლიმპიური ცეცხლი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა, ფესტიავლის გახსნის ორგანიზატორები წერენ, რომ ეს წინასწარ გათვლილი ეფექტი იყო.
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს გამოსულ უკრაინის დელეგაციას მაყურებელი ფეხზე წამოუდგა და ოვაციებით შეხვდა.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის "კომედი ჯგუფის" მსახიობი მიშა ანდღულაძე პაატა ზაქარეიშვილის პაროდიით.
წინა და ახლანდელი ხელისუფლების შედარებისას ქობულეთში მცხოვრები აცხადებს, რომ შედარება ძალიან თვალშისაცემი და განმასხვავებელია.
სამეგრელოში, სოფელ ტალერში გამართული საპროტესტო აქციის დროს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ვიდეოკამერამ კურიოზი დააფიქსირა.