
"Сорок сороков" ანუ СС - ასე ჰქვია ნეონაცისტურ მოძრაობას რუსეთში, რომლის წარმომადგენლებთან თბილი ურთიერთობა აქვს სრულიად რუსთა კათოლიკოს-პატრიარქ კირილს. ამის შესახებ "ნოვიი რეგიონი" იტყობინება და ფოტოებსაც აქვეყნებს.
ბლოგერებზე დაყრდნობით პორტალი წერს, რომ პატრიარქმა აკურთხა ორგანიზაცია, რომელიც ყოფილი და მოქმედი სპორტსმენებისგან იქმნება და რომლის მიზანია, ფიზიკურად გაუსწორდნენ მოსკოვში ახალი ტაძრების აშენების მოწინააღმდეგეებს.
პორტალის მიხედვით, ორგანიზაცია უშუალოდ პატრიარქ კირილის ინიციატივითაა შექმნილი და პატრიარქი მას "პირად გვარდიას" უწოდებს. ორგანიზაციას ანდრე კორმუხინი ხელმძღვანელობს, რომელიც რუსეთის პატრიარქს არაერთხელ დაუჯილდოებია პირადად. როგორც ამბობენ, ის მითითებებს უშუალოდ, პატრიარქისგან იღებს და მედიაში ჩნდება მაშინ, როცა "ეს ეს"-თან დაკავშირებით კომენტარია გასაკეთებელი.
კორმუხინს 14 წლის ვაჟი ჰყავს. ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულია ვიდეო, სადაც კორმუხინი-უმცროსი ფეხებით სცემს იატაკზე დაწოლილ მამაკაცს - მან გაბედა და ერთკაციანი პიკეტი რუსეთის სათათბიროს წინ მოაწყო...
"ეს ეს"- ის წევრებს აქვთ ე.წ. ხატი, რომელიც, სინამდვილეში ფაშისტური სვასტიკაა, შიგ ჩაწერილი ლოცვების ტექსტით. ამას გარდა, ისინი "ვ კონტაქტეში" აქვეყნებენ "მართლმადიდებლობისთვის მეომრის" აუცილებელ კომპლექტს, სადაც პისტოლეტიც შედის. ახალი ესესელები გამოირჩევიან აგრესიით მათ მიმართ, ვინც რწმენისადმი მათ დამოკიდებულებას არ იზიარებს და არც აგრესიულ კომენტარებს აკლებენ, მაგალითად, ასეთს: "ირწმუნე ღმერთი, ბოზო, თორემ ფეხებს მოგამტვრევთ!". საინტერესო ისაა, რომ ეს პირები თავიანთ ვინაობას არ მალავენ და არც სახის გამოჩენას უფრთხიან, სოცქსელებში შექმნილი უამრავი მსგავსი მრწამსისა და შეხედულების მქონე გვერდებისგან.