
"ლექსუსის" მძღოლმა, რომელიც სასულიერო პირი აღმოჩნდა, ქალაქის ქუჩებში დევნა მოუწყო მძღოლს, რომელმაც პარკირების ადგილიდან გამოსვლისას გზის გადაკეტვის გამო მღვდელს სახეში ჩებურეკი ესროლა.
"გამოვდიოდი და ხელს მიშლიდა "ლექსუსი", რომლის მძღოლი მშვიდად საუბრობდა ტელეფონზე და ჩემს გატარებას არ აპირებდა. როცა მივუახლოვდი, უცენზუროდ მივმართე და სახეში ჩებურეკი ვესროლე, რომელსაც იმ მომენტში მივირთმევდი. მერე აღვიქვი, რომ საჭესთან ანაფორიანი მამაკაცი იჯდა. გავიარე, მაგრამ იმას არ ველოდი, რაც მერე მოხდა: მან დევნა მოაწყო, ერთგან კი გზა გადამიჭრა და მაიძულა, უკანა სვლით მევლო", - წერს მძღოლი, რომელიც სასულიერო პირის მხრიდან აგრესიის ობიექტი გახდა.