
აჭარის რეგიონში ბაზრობები დროებით იხურება. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს.
„აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ვირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველსაყოფად ხოფის ბაზარზე მომუშავე ობიექტებს პირველ აპრილამდე შეუჩერდეს საქმიანობა. შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს. აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბაზრო და სავაჭრო ლოკაციაზე. საქმიანობის შეჩერების განმავლობაში ყველა ეს ობიექტი გათავისუფლდება იჯარის გადასახადისგან“,- განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, იჯარის გადასახადი შეამცირონ.