თურქეთში კორონავირუსით კიდევ შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, თუ ადამიანი არის დაღუპული ამ ვირუსით, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ამ ადამიანის ტრანსპორტირება იმ ქვეყნიდან, რომელშიც ის დაიღუპა,” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში 2 პირი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
იტალია, თქვენთან ვართ და ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შერჩეული სწრაფი ტესტები საქართველოში დღეს შემოვა. ამ ტესტებით მოსახლეობის მიზნობრივი კვლევა კი, ხვალიდან დაიწყება.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რადგან საქართველოში კორონავირუსი პირველად 4 კვირის წინ დაფიქსირდა, სამ კვირაში ქვეყანაში პიკურ სიტუაციას უნდა ველოდოთ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარიან ეზუგბაიას განცხადებით, დღეს, 24 მარტს კიდევ ერთი, მეცხრე პაციენტი დაეწერება.
ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა, – წერილს ამ სათაურით საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლი იენი ავრცელებს.
აზერბაიჯანმა კარანტინის სპეციალური რეჟიმი გამოაცხადა.