
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბოლნისისა და მარნეულის მცხოვრებლებს მიმართავს და მათ გამხნევებისკენ მოუწოდებს.
ომბუდსმენი მიმართვას ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე facebook-ზე აქვეყნებს.
„ბოლნისსა და მარნეულში მცხოვრებო ჩვენო თანამოქალაქეებო, გამხნევდით! მთელი საქართველო თქვენ გვერდით ვართ! Bolnisidə və Marneulidə yaşayan bizim həmvətənlərimiz! Ürəkli olun, bütün Gürcüstan sizin yanınızdayıq!
სახალხო დამცველი მაქსიმალურად გაუწევს მონიტორინგს შექმნილ ვითარებაში ადამიანთა საჭიროებების გამოვლენასა და უფლებების დაცვას; მიღებულ ინფორმაციებს პერიოდულად მოგაწვდით! Xalq Müdafiəçisi bu prosesə maksimal dərəcədə qoşul acaq və eyni zamanda yaranmış vəziyyətdə insanların ehtiyaclarının aşkar olunmasının və hüquqlarının qorunmasının monitorinqini həyata keçirəcək.
დახმარების საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ საკითხზე, 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზს ნომერზე - 1481; Köməyə ehtiyacınız olarsa, istənilən məsələ ilə bağlı Gürcüstan Xalq Müdafiəçisinin qaynar xətti ilə 24 saat ərzində əlaqə saxlaya bilərsiniz, qaynar xətt nömrəsi – 1481;
ამასთან, აზერბაიჯანულ ენაზე კონსულტაციისთვის დაურეკეთ ჩვენ თანამშრომელს, მურად გუსეინოვს ნომერზე - 591 70 10 73, ხოლო სომხურ ენაზე კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ანდრანიკ ბაღდასარიანს, ნომერზე - 595 80 78 44. Eyni zamanda azərbaycan dilində məsləhət almaq üçün bizim əməkdaşımız Murad Hüseynovla - 591 70 10 73 nömrəsi ilə, erməni dilində məlumat almaq üçün isə Andranik Bağdasaryanla - 595 80 78 44 nömrəsi ilə əlaqə saxlaya bilərsiniz“, - წერს ნინო ლომჯარია.