-
2020-03-23 10:46
ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ორი პაციენტი გაეწერა, კიდევ სამს დღის განმავლობაში გავწერთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„საქართველოში დადასტურებული 54 პაციენტიდან 35 ჩვენთან იმყოფება, 19 კი სხვა 5 დაწესებულებაში. წინა დღეებში 3 პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. გუშინ კიდევ 5 პაციენტს განმეორებითი უარყოფითი ტესტი მოუვიდა. 2 მათგანი უკვე გაეწერა, 3 პაციენტი კი დღეს კლინიკურად შეფასდება და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, დღის განმავლობაში გაეწერებიან. გუშინ 12 ახალ პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და 12-ვეს პასუხი უარყოფითი იყო. დღეს კიდევ 6 ახალ პაციენტს ჩავუტარებთ კვლევას“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30