მსახიობმა მარინა სალუქვაძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ ჩართვის დროს შს მინისტრს შესთავაზა, მანქანაში ჩაუჯდეს და პირადად ნახოს უბნები, სადაც „უკვე ბიჭები არიან ჩაცუცქული“.
„წადი, ჩაეხუტე ივანიშვილს, შენ ალბათ ბევრი ფული მოგცა და მაგიტომ ხარ ეგრე“, - ასე უპასუხა გურანდა გაბუნიას ქუჩაში მოვაჭრე მოხუცმა ქალმა, როცა მსახიობმა მასთან ბიძინა ივანიშვილის დაცვა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე საზოგადოებას ვთხოვთ თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით (2 40 52 22), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
ვრცელდება ვარკეთილში მოკლული 28 წლის პოლიციელის ბექა მარგიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" ატვირთული ვიდეო, სადაც აღწერილია, ერთერთი სამეგობრო შეკრების დროს როგორ მღერის ბექა მარგიშვილი.
შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის დროს პოლიციელმა ეჭვმიტანილი დასაბუთებული ვარაუდის არსებობის გამო გააჩერა.
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე კომენტარს აკეთებს „ფეისბუქზე“ დღეს გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც ის ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძესთანაა გადაღებული.
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიება დაადგენს, რა კავშირია ვარკეთილში ძებნის ოპერაციის დროს ნაპოვნ ტანსაცმელსა და პოლიციელის სავარაუდო მკვლელს შორის. შს მინისტრი ბორჯომში მომხდარი მკვლელობისა და გუშინდელი შემთხვევის ხელწერათა იდენტურობაზეც საუბრობს.
შსს-ს მიერ ჩატარებული ძებნის ოპერაციის შედეგად ნაპოვნია პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ნახმარი ტანსაცმელი და „რენოს“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც საქარე მინაზე ტყვია აქვს მოხვედრილი. სავარუდოდ, მანქანა თავდამსხმელს არ ეკუთვნის და მას ბრმა ტყვია მოხვდა.
"მიწის და ზეცის გასაყართან დროებით ვსახლობ, რომ შევეგებო მარადისობის გასხივოსნებას!", - პროფილის გარეყდად პოლიციელ ბექა მარგიშვილის მიერ შერჩეული ეს სიტყვები მის პროფილს გარდაცვალების შემდეგაც შემორჩა. პოლიციელი, რომელიც კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა, ლექსებს წერდა და "ფეისბუქზე" აქვეყნებდა.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და უსამძიმრებს გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს. პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოზე ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება: