
შსს-ს მიერ ჩატარებული ძებნის ოპერაციის შედეგად ნაპოვნია პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ნახმარი ტანსაცმელი და „რენოს“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც საქარე მინაზე ტყვია აქვს მოხვედრილი. სავარუდოდ, მანქანა თავდამსხმელს არ ეკუთვნის და მას ბრმა ტყვია მოხვდა.
ძებნის ოპერაცია შსს-მ გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე დაიწყო და 12 საათამდე გაგრძელდა. დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია, შსს განცხადებას, სავარაუდოდ, მოგვიანებით გააკეთებს.
შეგახსენებთ, 28 წლის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი ვარკეთილში უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მაშინ დაჭრა, როცა მან მეწყვილესთან ერთად ის შემოწმების მიზნით გააჩერა. უცნობმა ესროლა ასევე ბექა მარგიშვილის მეწყვილე პოლიციელსაც, რომლის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.