პატარა მაყურებლებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ორენბურგის საშუალო სკოლაში წარმოდგენილი "ფუტკრების ცეკვა", რომელიც სპექტაკლ "ვინი პუჰის" მსვლელობის დროს აჩვენეს.
კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მადლობას უხდის ყველას თანადგომისთვის და სთხოვს ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ არაკომპეტენტური განცხადებებისგან.
ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალის "გზაჯვარედინის" დამაარსებელი, პოეტი ეკა ბაქრაძე "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ "სააკაშვილის ცხრაწლიანმა რეჟიმმა" ლიტერატურაზეც მოახდინა ნეგატიური გავლენა.
კოტე თოლორდავას მოსკოველი მეგობარი რეჟისორი ედუარდ ოგანესიანი ამბობს, რომ მსახიობის იდუმალ გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მისი თქმით, გაუგებარია, რა მიზნით იყო ჩასული კოტე მოსკოვში და რატომ არ დაურეკა მას, მაშინ როცა იცოდა, რომ არანაირი სასტუმრო არ დასჭირდებოდა.
დაახლოებით ერთი საათია, მოსკოვთან ახლოს, მალახოვკაში დრამა ტრიალებს: 53 წლის ადგილობრივი მცხოვრები იური კონდაკოვი საკუთარ ბინაშია შეკეტილი და იმუქრება, რომ ცოცხალი არ ჩაბარდება. ცნობილია, რომ ის შეიარაღებულია და მძევლად საკუთარი დედა და მეგობარი ჰყავს აყვანილი.
გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ უკვე გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც გალის რიონის სკოლებში ქართული ენაზე ნებისმიერი საგნის სწავლება აიკრძალება. აკრძალვა ადრეც მოქმედებდა, თუმცა, ის მხოლოდ ქართულ ენას ეხებოდა, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეები ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონებში დადიოდნენ.
სააღდგომო ეპისტოლეში, რომელიც, ტრადიციულად, აღდგომის ღამეს, რიტუალის დასრულების შემდეგ იკითხება, საქართველოს ეკლესიის მეთაური რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს და მათზე დეტალურად საუბრობს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, კიევის შობის ტაძარში შეხვდნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცრები.
ხობის ცენტრში მომხდარი ავარიის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა. ავტომანქანის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო, თუმცა, თვითმხილველთა თქმით, სწრაფად არ მოძრაობდა. ინფორმაციას "ფრონტნიუსი" ავრცელებს.
ქართველი მსახიობის კოტე თოლორდავას ცხედარი უკვე გამოკვლეულია და წინასწარი დასკვნა ცნობილია. ცხედრის აღმოჩენის დროს მსახიობი დაახლოებით 10 საათის გარდაცვლილი იყო.