ხობის ცენტრში მომხდარი ავარიის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა. ავტომანქანის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო, თუმცა, თვითმხილველთა თქმით, სწრაფად არ მოძრაობდა. ინფორმაციას "ფრონტნიუსი" ავრცელებს.
მანქანას ბავშვმა გზა მოულოდნელად გადაუჭრა. შეჯახების შემდეგ მძღოლმა მისი ზუგდიდის კლინიკაში გადაყვანა სცადა, მაგრამ ბავშვი გზაში გარდაიცვალა, რის შემდეგაც მძღოლი პოლიციას ჩაბარდა.