„სევდიანი თვალები ჰქონდა, რომელსაც მსხვილი პლანით გადაიღებდი“ - მოსკოველი რეჟისორის მოგონება და კითხვები კოტე თოლორდავაზე

Image

კოტე თოლორდავას მოსკოველი მეგობარი რეჟისორი ედუარდ ოგანესიანი ამბობს, რომ მსახიობის იდუმალ გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მისი თქმით, გაუგებარია, რა მიზნით იყო ჩასული კოტე მოსკოვში და რატომ არ დაურეკა მას, მაშინ როცა იცოდა, რომ არანაირი სასტუმრო არ დასჭირდებოდა.

 

„მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოგანესიანი უცნაურ დეტალებზე საუბრობს.

 

„ერთადერთი, რისი გაგებაც მოვახერხე, ისაა, რომ კოტეს ცხედარს ორშაბათს თბილისში გადაასვენებენ. რატომ ჩამოვიდა მოსკოვში, რა ფილმში იღებდნენ - ჩემს კოლეგებს ვკითხე „ფეისბუქზე“ და ვერავინ მპასუხობს. მე მგონი, გასარკვევია, რატომ ჩამოვიდა, ვისთან ერთად იყო ნომერში და საერთოდ, რატომ წავიდა სასტუმროში?

 

რატომ არ დამირეკა, როგორც სხვა ჩამოსვლის დროს აკეთებდა? მან ხომ იცოდა, რომ არც სასტუმრო დასჭირდებოდა და არც არაფერი? სხვა დროს მირეკავდა წინასწარ, სანამ ჩამოფრინდებოდა, და მეკითხებოდა: „ედუარდ, მოსკოვში მოვდივარ, შეგიძლია დამხვდე?“ და რასაკავირველია, ვხვდებოდი ხოლმე. რა მოხდა ახლა? ისიც კი ვერ გავიგე, ტრაგედია რომელ სასტუმროში მოხდა...“, - აცხადებს ოგანესიანი.

 

მისი თქმით, თოლორდავა პირველად თბილისში გაიცნო, როცა მოკლემეტრაჟიანი ფილმის პერსონაჟის შესარჩევად კასტინგს ატარებდა. იქ მისული კოტე თოლორდავა, ოგანესიანის თქმით, მეგობრის ქორწილიდან მოდიოდა და ძალიან მხიარული იყო. ოღონდ, ქართულად საუბრობდა.

 

„ნუთუ რუსულად არ საუბრობთ?“, - ვკითხე მე. „კი, მაგრამ მრცხვენია“-მიპასუხა მან და გადავიდა რუსულზე, რაც ძალიან კარგად გამოსდიოდა - აქცენტით და კარგი იუმოროთ. მე ის მაშინვე დავამტკიცე როლზე, მერე კი სრულმასშტაბიანი ფილმის გადასაღებად ჩავედი და სცენარი სპეციალურად მოვარგე კოტეს“, - იხსნებს ოგანესიანი.

 

ოგანესიანი ამბობს, რომ კოტე თოლორდავამ პოპულარობა საქართველოში ცნობილ სერიალში მონაწილეობით მოიპოვა: „ვინც არ იცოდა, ვინ იყო, ყველა კითხულობდა, ვინ არის ასეთი მაგარი მსახიობიო. და ცხადია, ყველამ გაიცნო. მას ჰქონდა მკვეთრი, დასამახსოვრებელი სიცილი და ძალიან სევდიანი თვალები. შეგეძლო, ეს თვალები მსხვილი პლანით გადაგეღო. მე გეტყვით, რომ ის უყვარდათ, როგორც  ევგენი ლეონოვი...

 

ის ნამდვილი არანორმალური იყო... იცით, რა გააკეთა? თავის მომავალი მეუღლე, ნამდვილი მზეთუნახავი როგორ მოიყვანა ცოლად? მის სახლს ამწე მიაყენა, ააწევინა მის სართულზე სპეციალური ბაქანი, მიართვა ყვავილები, გადმოსვა და წაიყვანა მმაჩში... აი, ასეთი კაცი იყო...“, - იხსენებს კოტე თოლორდავას რეჟისორი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !