-
2015-04-12 15:08
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, კიევის შობის ტაძარში შეხვდნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცრები.
მომზადების ცენტრ "პატრიოტის", ბატალიონების "აზოვისა" და "დონბასის" ქართველ მებრძოლებს მარლმადიდებლური სამყაროს უდიდესი დღესასწაული მამა კირიონ ნასარიძემ უკრაინელ მღვდელთმსახურებთან ერთად მიულოცა.
ქართველი ოფიცრები კიევის შობის ტაძარში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მივიდნენ, სადაც ისინი მიხეილ სააკაშვილმა მიიღო და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
"აქ არიან ის ბიჭები ვინც თავის ნებით წამოვიდნენ საქართველოდან, რათა ებრძოლად უკაინისთვის და დაეწყოთ ბრძოლა უკრაინისთვის და საქართველოს ღირსებისთვის. აქ არიან ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც უსამართლოდ დაიწყო დევნა. აქ არის გიორგი ანწუხელიძის ბიძაშვილი, რომელიც ამერიკაში კარგად იყო მოწყობილი მიატოვა ყველაფერი და ჩამოვიდა აქ, აი რას ნიშნავს სისხლის ყივილი,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.