-
2020-02-27 16:05
ქვეყანაში სამედიცინო პირბადებიის დეფიციტია. კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, გუშინვე
რიგები იყო აფთიაქებთან.
მოსახლეობის ნაწილი პირბადეების გარეშე დარჩა. თუმცა ვინც მოასწრო და შეძენა მოახერხა ერთ ცალში 1.40 გადაიხადა.
ინტერნეტმომხმარებელმა რადიო"აფხაზეთიოს ხმას" მოაწოდა ფოტოები, რომელშიც პირბადის ღირებულებაა ასახული.
ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს დამატებითი პირბადეების შემოტანაში დახმარებას დაპირდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.