
გადაცემა „სარჩევს „ ქრონიკა + -ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სტუმრობდა.
მოგეხსენებათ, ელისო კილაძე პოლიტიკურად აქტიური ადამიანია, ის სხვადასხვა
ტელევიზიების ეთერში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით თავის პოზიციას
ყოველთვის თამამად აფიქსირებს.
გადაცემა“სარჩევში“ სტუმარმა თავის პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა,
თუმცა რესპონდენტი, როგორც აპოლიტიკური ადამიანი, არანაკლებ საიტერესო
აღმოჩნდა. გაიხსენა ბავშვობის პერიოდი და ისაუბრა თემებზე, რომლებიც
მაყურებლისთვის არცთუ ისე ნაცნობი აღმოჩნდა.
ქალაქ ქუთაისში დაიბადა, რითაც ძალიან ამაყობს, ამბობს, რომ სიკეთით სავსე ბავშბობა
ჰქონდა, იზრდებოდა ბებია-ბაბუასთან მწვანეყვავიას უბანში:“ მწვანეყვავილა ისტორული
უბანია, შეიძლება ითქვას, რომ მწვანეყვავიას ეკლესიის ეზოში გავიზარდე, ხშირად
ვწერ ჩემი ბავშობის მოგონებებზე, მახსოვს ახალი წელი, რომელიც სანათესაოს
ერთად გვკრებდა, მახსოვს ჩემი ბაღის აღმზრდელი, ბევრი რამ მახსოვს....რომ იტყვიან
ადამიანურ გარემოში გავიზარდე. გაგიკვირდებათ და ბავშვებთან თამაშს წიგნი და კითხვა
მერჩივნა. მეშვიდე კლასში უამრავი წიგნი მქონდა წაკითხული ..ვცდილობ ჩემი მოგონებები
და ისტორიები ჩემს შვილიშვილს ხშირად ვუამბო, მინდა კარგად იცნობდეს, თუ როგორია
ადამიანური ურთიერთობები“
მშობლები მკაცრად ზრდიდნენ, ამბობს, რომ მამის გავლენა მის ცხვოვრებაში
ძალიან დიდია:“მამის ხასიათი მაქვს , ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ
რაღაც მომენტებში მამაკაცურ ხასიათს ვავლენ, ვგულისხმობ იმას, რომ მიყვარს
ჩემი სიტყვის დაცვა და პირობის შესრულება მიყვარს, მამა 16 წლის ასაკში
მოულოდნელად დავკარგე, ჩემთან ძალიან დიდ დროს ატარებდა,მგონია, რომ
ბავშობის მოგონებები ყველაზე ძვირფასია ადამიანისთის“
ბავშვობაში ექიმობაზე და მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა ჟურნალისტობა აირჩია
და ამას არც ნანობს:“ბავშვობაში ძალიან მინდოდა ექიმობა, მესამე კლასში ჯანმრთე
ლობის პრობლემა შემექმნა და ოპერაციის გაკეთებაც საჭირო გახდა, ექიმთან
სახლში მიმიყვანეს, მან გამსინჯა და ოპერაციაც დაიგეგმა, მახსოვს, როცა საოპერაციო
მაგიდაზე დამაწვინეს, შემოვიდა ექიმი, რომელიც საოცრად მომხიბვლელი და საოცარი
ადამიანი იყო, ახლაც თვალწინ მიდგას ეს სურათი, მას შემდეგ ჩემ თავს სულ თეთრ
ხალათში წარმოვიდგენდი, მერე იყო მსახიობობით გატაცება, ქუთაისის თეატრის
რეჟისორს როცა შევხვდი, სკოლის მოსწავლე ვიყავი, იმდენად საინტრესო ადამიანი
იყო და იმდენად საინტერესო ისტორიები მომიყვა, მაშინ დავფიქრდი ჟურნალისტიკა
მერჩივნა, თუ მსახიობობა“
მუშაობა , როგორც ჟურნალისტმა, რადიოში დაიწყო:“ეს რადიო პარტიული კომიტეტის
ორგანო იყო, მიმყავდა გადაცემა „ოთხშაბათიდან ოთხშაბათამდე“ ჩვენი თავის
რეალიზებას ვახდენდით, რადგან უკვე ვიყავი წამყვანი, ჟურნალისტი და თითქოს ეს
იყო თავისუფლების კუნძული ჩემთვის“
თვლის, რომ თავის პროფესიში მთავარი ნდობაა:“რესპონდენტი უნდა გენდოს,
ჩემს გაზეთში არ მახსენდება შემთხვევა, როცა მე ვინმე რაიმე ნიშნით დავბლოკე,
ეს ისეთი პროფესიაა, რომელსაც ვერ ისწავლი, ის რაღაც უნდა გქონდეს, რაც
ჟურნალისტს სჭირდება“
მასზე ბევრს საუბრობენ, თავის თავზე ხშირად მოუსმენია ჭორებიც იმის შესახებ რომ ,
თითქოს ადამიანებს ფულს ძალავს და აშანტაჟებს:“ახლახანს ისიც თქვეს, თითქოს
რომელირაც სამშენებლო კომპანია 1000 კვადრატს მჩუქნიდა, წარმოგიდგენიათ, როგორ
უნდა დამეშანტაჟებინა კომპანია, რომლის სათაო ოფისიც ჩვენი ქვეყნის გარეთაა და თან ისე
შემეშინებინა, რომ 1000 კვადრატს მიფორმებდნენ. მე ყოველთვის ვიცი, თუ როგორ არ უნდა
მოვიქცე“
ჟურნალისტიკის სფეროში ელისო ლიკაძის სახელი და გვარი უამრავ ექსკლუზივთან
ასოცირდება , ჰყავს უარვავი წყარო, რომლებც ენდობიან და პირველს სწორედ მას უმხელენ
ჯერ კიდევ გაუხმაურებელ საქმეეს:“სახელი და გვარი ხარ, ამ სახელსა და გვარს ან ენდო
ბიან, ან არ ენდობიან, არასოდეს არაფერი იამლება, თუ მასალას გაყიდი, საქართველოა
და მყიდველი ცდუნებას ვერასდროს , ის სამ კაცში მაინც აუცილებლად იტყვის, რომ
ელისო კილაძემ რაღაც მიყიდა (ინფორმაცია)ჩემი ნდობის მაღალ ხარისხს იმას ვუკავშირებ,
რომ არ არსებობს ჩემს ბიოგრაფიაში არცერთი ფაქტი,იმისა, რომ მასალა გამეყიდოს“
ჟურნალისტი გადაცემის მეორე ნაწილში კორონავირუსის თემასაც შეეხე და აღნიშნა, რომ
დიდ პატივს სცემს ადამიანებს, რომლებიც ამ ბრძოლაში ჩართულები არიან:“მე უკმაყოფილე
ბა გამოვთქვი, ნიკა გვარამიას სტატუსთან დაკავშირებით და კომენტარიც მივუწერე საჯარო,
მიხარია, რომ ნიკამ ეს სტატუსიც წაშალა და მას საჯარო ბოდიშიც მოუხადა, მე არ ვაპი
რებ ვიცლიცინო იმ თემაზე, რომ ვიღაც ამ ვირუსმა შეაშინა, თუნცა ეკატერინე ტიკარაძე,
რომელიც ამ საქმეში გამოუცდელია და შეშინებული სახით იდგა, რა თქმა უნდა , საშიშია
და არასახარბიელო სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ ადამიანის გრძობებზე და გარეგნობაზე
ამ დროს ქილიკი სწორად არ მიმაჩნია, რომ არა გამყრელიძე და ცერცვაძე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა“
გადაცემის ბოლოს კი ჟურნალისტმა გაგვიმხილა, რომ პოლიტიკაში წასვლას აპირებს.
„არ ვიცი , ეს 2020 წლის არჩევნებზე მოხდება თუ არა, თუმცა ჩემი პოლიტიკური გეგმები
ქუთაისის მაჟორიტარობას უკავშირდება.ეს ქალაქი ჩემი სახლია, ამიტომ ვიცი, თუ რა
სჭირდება მას . რა თქმა უნდა, ქართული ოცნების სახელით მე კენჭისყრას არ ვაპირებ, ისიც
არ მაქვს გადაწყვეტილი რომელი პარტიით უნდა ვიყარო კენჭი. ჩემი სიბერეც ქუთაისს
უკავშირდება, გავხსნი კარგ კაფეს და სტუმრებს მივიღებ, ასეთი გეგმები მაქვს „