
ლევან ყიფიანმა ფეხბურთის ფედერაციას „ნაციონალური მოძრაობის შტაბ-ბინა“ უწოდა
- 2014-12-15 14:40
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა ტვ „მაესტროს“ გადაცემაში „სუბიექტური აზრი“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო კონკრეტული ფედერაციების საქმიანობაში არ ერევა და მის პოლიტიზირებას ან პოლიტიკური ნიშნით შეფასებას არ აპირებს, თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ფეხბურთის ფედერაციას „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბ-ბინა“ უწოდა.