-
2014-12-15 14:18
,,ამ საქმეში ჩემი ხელი საერთოდ არ ურევია. აბაშიძის ქუჩა, სადაც მკვლელობა მოხდა, ბროდვეის მაგვარია და იქ უამრავი ადამიანი დადის. რატომ უნდა მომეკლა ლაშა მახარაძე, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ეს პროკურატურას დასაბუთებული არ აქვს,“- ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ მას ჭიკაიძის ნათესავის გამო ჩაგრავენ.
ოქროპირიძემ პროკურორსაც მიმართა, რომ სიმართლე თქვას. ოქროპირიძე ამბობს, რომ პროკურატურის ქმედებები კითხვებს არ პასუხობს, არამედ კითხვებს აჩენს.
,,საქმის მასალებში წერია, თითქოს მახარაძესთან შეხვედრის დროს მე მას ვკითხე - მიცნო თუ არა. ეს არის სრული სისულელე, იქიდან გამომდინარე, რომ ლაშა მახარაძესთან ერთად გავიზარდე და ამას როგორ ვკითხავდი. რა ვქნა, რომ არ მყავს ისეთი ნათესავი, როგორიც მკვლელს ჰყავს. მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა - ვიჩაგრები იმისთვის, რომ ვიღაცის ნათესავს ხელი დააფარონ.
გირგვლიანის საქმე მონაგონი იქნება. გიღირთ 2000-ლარიანი ხელფასი იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე შესწიროთ. უპასუხეთ შეკითხვას, რატომ გამოყავით ბერძენიშვილის საქმე ცალკე წარმოებად, თუკი ეს საქმე შეთითხნილი არ არის. პოლიციის მაღალჩინოსანმა რატომ მითხრა, რომ მოსამართლეს მოვქაჩეთო, ამოიღეთ ვიდეოჩანაწერები და ნახავთ, რომ შემთხვევის ადგილას საერთოდ არ ვყოფილვარ. სიცრუის დეტექტორი მოიტანეთ, მომიხსენით ბრალდება რაც ტყუილად წამიყენეთ. ჩემი სიკვდილით რას მოიგებთ?" - მიმართა პროკურორს გიორგი ოქროპირიძემ.