
,,კრიმინალური წარსული თუ მაქვს, რას მოდიოდით და მეუბნებოდით, ხმები მოგვიგროვეო"- მიმართა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ პროკურორს, რომელიც დღევანდელ სასამარტლოზე პროცესის გადადების წინააღმდეგი იყო.
,,ყველამ კარგად იცის, ვისზე ვლაპარაკობ, ხალხს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს, რომ ჩემზე ხელი დაედოთ, მაგრამ მადლობა ამ ადამიანს, რომ ეს არ გააკეთა,”-ოქროპირიძე მიუთითებს, რომ თენგო ერისთავს ნარკოტიკი მის წინააღმდეგ ჩვენების მიზნით ჩაუდეს.
,, გარდა ამისა, ბერძენიშვილს დააწერინეს ჩვენება ან ხელი მოაწერინეს, ყველაზე საშინელი რაც არის ძმათა შორის შუღლს აღვივებენ, ბერძენიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთ სახლში ვცხოვრობდით, ისევე როგორც გიორგი ანდრიაძე", - განაცხადა ოქროპირიძემ.
ბრალდებულის ადვოკატმა ლევან ჯავახაძემ სასამართლოში პროცესის გადადების შესახებ შუამდგომლობა დააყენა. ამის მოტივად ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება დაასახელა და აღნიშნა, რომ სანამ დასკვნა არ იქნება, პროცესი არ უნდა გაგრძელდეს. მოსამართლემ დაცვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ლაშა მახარაძე ვაკეში მოკლეს. მისი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი- გიორგი ოქროპირიძეა დაკავებული.