თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

>>>

კორონავირუსი დახურულ სივრცეში სულ მცირე 30 წუთი ძლებს-კვლევის შედეგები

ჩინელმა ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსი დახურულ სივრცეში 

სულ მცირე 30 წუთი ძლებს.

>>>

ჩვენი პარტიის კარი ღიაა გიორგი მარგველაშვილისთვის — მამუკა ხაზარაძე

პარტია ლალოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მათი "კარი ღიაა" გიორგი მარგველაშვილისთვის. ყოფილ პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

>>>

დაფიქსირებულია 4 შიდა გადაცემის შემთხვევა - თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სიტუაცია 1 საათში დრამატულად შეიცვალა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება იტალიაში მყოფ მოგზაურებს ეხებათ. არის ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურა იტალიაში. მათგან ზოგიერთი ესპანეთშიც იყო.

>>>

თანამშრომელთა ნაწილის დისტანციური მუშაობა - პირველმა არხმა კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ზომები მიიღო

პირველმა არხმა კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ზომები მიიღო. აღნიშნული ცვლილებების შესახებ არხმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა:

>>>

ახალი დაინფიცირებული ვარაუდობს, რომ ვირუსი ინფიცირებულისგან, ფულის აღებისას გადაედო — ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თერგიზ ცერცვაძის თქმით, 10 მარტის საღამოს გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევებიდან, ერთ-ერთი დაინფიცირებული ვარაუდობს, რომ ვირუსი ფულის გამორთმევის დროს გადაედო. POSTV-ს ეთერში საუბრისას ცერცვაძე ჰყვება, რომ ამ დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა უკვე ინფიცირებულ პირთან, რომელსაც გამოართვა ფული.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა

 

 

 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

>>>

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის ელექტრონულ სწავლებაზე გადადის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის ელექტრონულ სწავლებაზე გადადის

>>>

კორონავირუსის გამო კათარზისმა მუშაობა შეაჩერა

კორონავირუსის პრევენციის გამო ხანდაზმულთა თავშესაფარმა კათარზისმა მუშაობა დროებით შეაჩერა. TV პირველთან საუბარში კათარზისის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მუშაობას ორი დღით წყვეტს დღის ცენტრი, სადაც მისივე თქმით, ყოველდღიურად 350 მოხუცი იყრიდა თავს. მათ შორის იყვნენ სოციალურად დაუცველები. მანვე აღნიშნა, რომ ალტერნატივის სახით, ისინი გამზადებულ პროდუქტებს მისცემენ მოხუცებს:

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !