
პარტია ლალოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მათი "კარი ღიაა" გიორგი მარგველაშვილისთვის. ყოფილ პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"ბატონ გიორისთან ჩვენ გვქონდა შეხვედრა. აქვე მინდა დაგიდასტუროთ რომ ჩვენი პოზიციები ემთხვევა ბევრ საკითხზე. მისი შემოსვლის თემა არ განგვიხილავს, ჯერ პოზიციებს შევაჯერებთ. ჩვენი კარი ღიაა გიორგისთვის",— განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.