გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე კორონავისურის გამო თვითიზოლაციაშია.

ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე დაადასტურა.

>>>

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 33 ადამიანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გუშინ 33 პაციენტს 2 ეტაპად ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსის არსებობაზე და ყველა მათგანის შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.

>>>

საფრანგეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის კულტურის მინისტრს, ფრანკ რისტერს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ

ინფორმაციას გამოცემა France 24 ავრცელებს.

>>>

​საქართველოს პრეზიდენტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურ სამთავრობო კამპანიას უერთდება

საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოში ასოციაცია "მერკურის" ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარს ეწვია და აღნიშნა, რომ იგი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურ სამთავრობო კამპანიას უერთდება.

>>>

"კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელების ფაქტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევბის რაოდენობა გაიზრდება.

>>>

მსოფლიოში კორონავირუსით 3 826 ადამიანი დაიღუპა, გამოჯანმრთელდა 62 271 პაციენტი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 110 034-ს შეადგენს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 110 034 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62 271 პაციენტი. „როიტერის“ ცნობით, ვირუსს ემსხვერპლა 3,826 ადამიანი.

>>>

მეგობარს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ვიმყოფები თვითიზოლაციაში — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე წერს, რომ ოჯახის წევრებთან ერთად თვითიზოლაციაშია. მისი თქმით, მეგობარს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც საკარანტინო ზომას თავად მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია გენადი არველაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსთან დაკავშირებული არცერთი სიმპტომი არ მაქვს, დაუყოვნებლივ მივმართე ექიმს და გავიარე კონსულტაცია საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სამსახურში არ გამოვცხადებულვარ, მით უფრო, რომ უქმე დღე იყო და არც არავის შევხვედრილვარ ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ჩემსავით თვითიზოლაციაში არიან", — წერს გენადი არველაძე.

​პრეზიდენტი მადლობას უხდის ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს

საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული ზომებისა და განხორციელებული სამუშაოებისათვის მადლობას უხდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, ცენტრის ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !