საქართველოს მოქალაქეები რომი-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნეს

საქართველოს მოქალაქეები რომი-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნეს. ჯორჯიან ეარვეისის ერთი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. კიდევ ერთი თვითმფრინავი დაჯდება რამდენიმე წუთში. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორივე რეისზე ჯამში საქართველოს 184 მოქალაქეა.

>>>

კორონავირუსის გამო პრეზიდენტი საზღვარგარეთ დაგეგმილ ვიზიტებს აუქმებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის კორონავირუსის გამო საზღვარგარეთ დაგეგმილ ვიზიტებს აუქმებს.

"მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან

კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები", — წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

უწყების ცნობით გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე ადმინისტრაციამ ეს ინფორმაცია პარტნიორებსაც მიაწოდა.

იაპონელი მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, ბარებში დადიოდა

იაპონელი მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, ბარებში დადიოდა, რათა 

ინფექცია სხვებისთვისაც გადაედო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

>>>

ამირან გამყრელიძე: უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ქვეყანაში გრიპის მეორე ძლიერი ტალღა არ მივიღოთ

საზოგადოებამ გრიპის მიმართ ყურადღება არ უნდა მოადუნოს, - ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მარტის მეორე კვირაში გრიპის გამო მიმართვიანობა ოდნავ გაიზარდა, ამ დაავადებისგან დასაცავად კი მოსახლეობამ იგივე რეკომედაციები უნდა გაითვალისწინოს, რომლებსაც კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად ასრულებს.

>>>

კორონავირუსის პრევენციისთვის საქართველოს აეროპორტებში თერმოკამერები დამონტაჟდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, კორონავირუსის პრევენციისთვის თბილისის, ქუთაისისა

და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერები დამონტაჟდა.თერმოკამერების მეშვეობით

აეროპორტებში ჩამომფრენი მგზავრების სკანირება უკონტაქტოდ ხდება.

>>>

კორონავირუსის სიმპტომები საშუალოდ 5 დღეში ვლინდება - ახალი კვლევის შედეგები

კორონავირუსიტ დაინფიცირებულ პატიენტებს სიმტოპები საშუალოდ 5 დღეში უვლინდება, თუმცა 14 დღე საკარანტინო

პერიოდი არის გონივრული.

>>>

" ისრაელში ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასულმა ტურისტმა 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს"-ისრაელის პრემიერ მინისტრი

ქვეყნიდან ისრაელში ჩასულმა ტურისტმა 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს"-ამის შესახებ ისრაელის პრემიერ 

მინისტრმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

>>>

სპეც რეისები და ევაკუაცია წითელ ზონად გამოცხადებული იტალიიდან - საქართველოს 200-მდე მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება

 

 

რამდენიმე საათში იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს დღეს, რომი-თბილისის სპეციალური რეისით ჩამოიყვანენ
ცნობილია, რომ პროცესი სპეციალური ზომების გათვალისწინებით ჩაივლის.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !