
საქართველოში კორონავირუსი 12 წლის ბავშვს დაუდასტურდა.
12 წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გავრცელებული ინფორმაციით, ის იტალიაში მყოფ იმ ჯგუფის წევრია, რომლებიც თივთიზოლაციაში იმყოფებოდნენ და ვირუსი განმეორებითი ტესტირებისას დაუდგინდათ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.