
არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანას და მის მიღებას შევძლებთ
- 2020-05-13 14:30
ვფიქრობ, რომ საგაზაფხულო სესიაზე, როგორც საზოგადოებას დავპირდით, საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანას და მის მიღებას შევძლებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტს ამ საგაზაფხულო სესიაზე ორი პრიორიტეტი ექნება: პირველი - პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობისა და შეფასების ნაწილი და მეორე - საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა.