ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

Image

თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის სექტემბერში, ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობისა და ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, - აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

 

შემთხვევა 2019 წლის 6 სექტემბერს ფონიჭალაში მოხდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში, ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს ქ.თბილისში, ფონიჭალაში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ა.ა.-მ და ნ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იჩხუბეს. მათი გაშველება იქვე მყოფმა მოქალაქეებმა შეძლეს. ჩხუბით განაწყენებულმა ა.ა.-მ თავის საცხოვრებელი ბინიდან გადაჭრილი სანადირო თოფი აიღო, ეზოში დაბრუნდა, მოძებნა იქვე მყოფი ნ.კ., რომელსაც მეზობლები ამშვიდებდნენ და განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა მას. გულ-მკერდის არეში მიღებული დაზიანების შედეგად ნ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულს იქვე მყოფი რ.ი. შეესწრო, რომელმაც ა.ა.-ს ავტომობილის საბურავი ესროლა. ა.ა.-მ მას იარაღი დაუმიზნა რის გამოც რ.ი. შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ა.ა. გაეკიდა მას და მოკვლის მიზნით ზურგის არეში ესროლა. ა.ა.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვეღარ შეძლო, რადგან დაჭრილი რ.ი. კორპუსებში მიიმალა. სამართალდამცველებმა ა.ა. 2019 წლის 7 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), 236-ე მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 5 წლით ჩამოერთვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !