
ღარიბაშვილი: ნუ აყვებით მედიასაშუალებების მიერ შექმნილ ქაოსს, დაეყრდენით ოფიციალურ ინფორმაციას
- 2015-08-25 12:19
სპეკულაცია და აჟიოტაჟი უწოდა მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის შეშფოთებას და მოქალაქეებს, ასევე, ბიზნესმენებს მოუწოდა, დაეყრდნონ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს მთავრობა გასცემს.