
რუსეთმა საბრძოლო ტექნიკის ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გაიყვანა და არა პირიქით (ვიდეო)
- 2015-09-22 16:22
InformNapalm.org აქვეყნებს ფოტო ვიდეომტკიცებულებას, რომელთა თანახმადაც, რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით გადაისროლა. ამდენად, არასწორი ცალკეული ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მხრიდან დამატებით საბრძოლო ტექნიკის შემოყვანის შესახებ.