
საქართველოს ვიცეპრემიერი კახა კალაძე "მოამბეში" აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბაქო-სუფსის მილსადენზე პრობლემა შეიქმნება, უკვე არსებობს ალტერნატიული პროექტი, რომელიც შეთანხმებულია პრემიერმინისტრთან.
კახა კალაძის თქმით, საუბარია 1605 მეტრის მილსადენზე, რომლის შეცვლას ახალი მილებით საქართველოს ხელისუფლება აპირებს, თუკი ოკუპირებულ ნაწილში მოქცეულ მილსადენს რუსეთისგან პრობლემა შეექმნება.