-
2015-07-05 23:27
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა "რეაქციაში" განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე ხელის შეწმენდა იმის გამო, რაც სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ხდება, არასწორია.
მინისტრის თქმით, ზვიად სიჭინავამ ამ თანამდებობაზე მუშაობისას ბევრი რამ კარგიც გააკეთა და ამას ხაზი არ უნდა გადაესვას. ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, სუპერთასი და ასევე 2017 წელს საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი 17-წლამდელთა შორის სწორედ სიჭინავას დამსახურებაა. მინისტრი მოახლოებულ არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ არსებულ სისტემაში თანამდებობაზე ხელახლა არჩევის ყველაზე უკეთესი შანსი სწორედ ზვიად სიჭინავას აქვს, მაგრამ მან პატიოსნად განაცხადა, რომ დარჩენას არ აპირებს.
"აფხაზეთის ხმა", განავრცობს რა თემას, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი სუპერთასის ფინალის წინამოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით და არსებობს თუ არა საფუძველი, პასუხისმგებელთა შორის ხელისუფლებაც მოიაზრებოდეს, აქვეყნებს განკარგულებას, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და სადაც კომისიის შექმნაზე საუბარი. კომისიის ხელმძღვანელი ვიცეპრემიერი კახა კალაძეა.

