
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, განცხადება მან "იმედის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან წარმატებები უსურვა მომავალ პრემიერმინისტრს და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თანამებრძოლებსა და, განსაკუთრებით, მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნა არასდროს ყოფილა მისი თვითმიზანი, მისი თქმით, იმ პერიოდში, რაც ის პრემიერმინისტრი იყო, "ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა და სტაბილურობა".
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ რჩება ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად.
რაც შეეხება პრემიერმინისტრის შემცვლელს, უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ კანდიდატებს შორის გიორგი კვირიკაშვილიც სახელდება, თუმცა, კონკრეტულად დასახელებისგან თავი შეიკკავა. მისივე თქმით კონსულტაციები უმრავლესობაში უკვე დაწყებულია და პარასკევსა და შაბათს გაგრძელდება.