NDI-ს ახალი კვლევის პასუხები: ნატო, რუსეთი, ევროკავშირი, შიდა პოლიტიკა...

Image

დღეს წარმოდგენილი კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

 

გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, აპრილის გამოკითხვაში მაჩვენებელი 37% იყო. 31% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 18% - სწორი მიმართულებით ვითარდება.

 

რესპონდენტთა 53% მიიჩნევს, რომ რუსთავი ორის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა არის უმთავრესად პოლიტიკურად მოტივირებული და ემსახურება მედიის თავისუფლების შეზღუდვას. გამოკითხულთა 13% ამ მოსაზრებას არც "ეთანხმება" და არც "არ ეთანხმება". კვლევაში მონაწილეთა 12% არ ეთანხმება, ხოლო 11%-მა არ იცის.

 

 

გამოკითხულთა 69%-ისთვის მისაღებია ხელისუფლების გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, 21% კი ფიქრობს, რომ მიუღებელია. მათი 57%, ვისთვისაც საქართველოს NATO-ს წევრობა მისაღებია, თვლის, რომ ეს ქვეყანას უსაფრთხოებას მოუტანს, 49% - ეს გააუმჯობესებს ეკონომიკას, 20% - ეს ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას, 16% - ეს გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს.

 

გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, ხოლო 58% ევროკავშირს ემხრობა. გამოკითხულთა 8% არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 8%-მა არ იცის, ხოლო 2% პასუხზე უარს აცხადებს. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს კვლევასთან შედარებით შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც ევრაზიულ კავშირს ირჩევს. აგვისტოში ამ მოსაზრებას 28% ეთანხმებოდა. ასევე, გაზრდილია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა პროცენტული მაჩვენებელი. აგვისტოს კვლევით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას კვლევაში მონაწილეთა 47% უჭერდა მხარს.

 

 

გამოკითხულთა 60%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 35%-ს გადაწყვეტილი აქვს. მათი 30%, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ხმას ქართულ ოცნებას აძლევს, 25% - ერთიან ნაციონალური მოძრაობას, თავისუფალ დემოკრატებს 12%, 6-6% კი ლეიბორისტულ პარტიასა და გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას, საქართველოს პატრიოტთა ალიანსს - 5%.

 

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 16% მისცემდა, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 10%. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ჯერ არ იცის. კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 15%-მა. 7% კი აცხადებს, რომ ხმას "თავისუფალ დემოკრატებს" მისცემდა. 

 

კვლევაში მონაწილეთა 58%-ზე გავლენას მოახდენს პარტიის საარჩევნო პროგრამა და დაპირებები, 43%-ზე ახლობლების პოლიტიკური შეხედულებები, ხოლო 41%-ზე მრევლის და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები. 

 

"ტაბულის" მიხედვით

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !