
ე.წ. პოლიტპატიმრების სიის სკანდალს ეხმიანება ყოფილი დეპუტატი, ადამიანის უფლებადამცველი ელენე თევდორაძე და იგონებს რამდენიმე დაკავებულის დედასთან შეხვედრას, რომელთაც დაუდასტურეს, რომ სიაში შვილის შეყვანისთვის დიდი თანხა მოსთხოვეს.
„ერთი-ორი პატიმრის მშობელი მოვიდა და როცა სიტუაცია ამიხსნა, მივხვდი, რომ პოლიტპატიმართა სიაში შეყვანა ადვილი იყო. ვკითხე, მისი შვილი რატომ არ შეიყვანეს და მიპასუხა, ქალბატონო ელენე , ისეთი თანხა მთხოვეს, რომელიც არ მქონდა. ისეთი ადამიანი დამისახელა, რომლისაც დღესაც ძალიან მჯერა, რომ ამას არ იკადრებდა. ყოფილ დეპუტატზე, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაციაშია.“- აცხადებს ელენე თევდორაძე.
რადიო "თავისუფლების" ფოტო