საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიიდან მორიგი როტაციის ფარგლებში, სამშობლოში დაბრუნებულ ეროვნული გვარდიის ნაკრებ ოცეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე! ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ!" — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ რვა პაციენტს, მათ შორის ოთხი წლის
ბავშვს, კორონავირუსი არ დაუდგინდა.
პარლამენტმა შესაძლოა, კანონპროექტები ელექტრონულად განიხილოს და ელექტრონული კენჭისყრით დაამტკიცოს.
ამ ინიციატივის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი, საპროცესო შეთანხმების შემდეგ, დღეს სასამართლო
დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებსა და პროკურატურას შორის მიღწეული
საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. სამივე პირი დამნაშავედ არის ცნობილი. მოსამართლე მაია კვირიკაშვილის
გადაწყვეტილებით, მათ 3-3 წლით პირობითი მსჯავრი და 2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ. სასამართლო
პროცესზე სამივე პირმა ბრალი აღიარა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გაბრეიესუსი მთავრობებს აფრთხილებს,
რომ კორონავირუსი გლობალურად სწრაფად ვრცელდება და ეს „სასწავლო წვრთნა“ არ არის. ტედროს
გაბრეიესუსის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნულ საფრთხეს სათანადოდ არ უდგება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ირაკლი
ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე,
სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.
„გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე
სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის თქმით, ყოველდღიურად იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს
განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების
შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენებას პარლამენტში წარადგინა.