დღეს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის
დეპუტატის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრაქტიკულად შეთანხმდნენ თბილისში ერთიან მაჟორიტარებზე.
ასევე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია რეგიონებშიც მაქსიმალურად ბევრ ოლქში დააყენებს საერთო კანდიდატს
და პარტიები ერთმანეთს ხმებს არ წაართმევენ.
ქართული ოცნება,სავარაუდოდ, ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის გაყიდვას აპირებს.
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ყოფილ პრემიერთან, ვანო
მერაბიშვილთან რაიმე სახის თანამშრომლობას გამორიცხავენ.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ
კიბერთავდასმას Twitter-ზე გამოეხმაურა:
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ექსპრემიერი, ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ის მოქმედ შს მინისტრს
არ შეაფასებს. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ როგორც ყოფილი შს მინისტრი რჩება "სტანდარტად" და
მისგან მოქმედი მინისტრის შეფასება "ეჭვიანობის ნიშანი" იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეული ფილმი „პარაზიტი“ გააკრიტიკა,
რომელმაც ''ოსკარის''ცერემონიაზე საუკეთსო ფილმის წოდება მიიღო.
საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ
განხორციელებულ კიბერშეტევას, რომლის დროსაც 15 000-ზე მეტი საიტი დაიჰაკა. აშშ მოუწოდებს რუსეთს,
შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები და პირობას აძლევს ქართველ ხალხს, რომ დაეხმარებიან მავნე კიბერაქტორებთან
ბრძოლაში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ვანო მერაბიშვილის სახით
ხელისუფლების ოპონენტს ვერ ხედავს.
"შეიძლება მოიხადა წლები, სასჯელიც, სამართალიც, მაგრამ მორალური პასუხისმგებლობა მას სახეზე არ ეტყობოდა.
ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას თქვა,
რომ წინა მთავრობის დროს ციხიდან გვამები გამოჰქონდათ. ხუნდაძის თქმით, დღეს სხვაობა ნამდვილად შესამჩნევია,
რადგან ვანო მერაბიშვილი კოსტუმში გამოწყობილი გამოვიდა მატროსოვის ციხიდან.