პოლიტიკა

​საქართველოს პრეზიდენტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურ სამთავრობო კამპანიას უერთდება

საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოში ასოციაცია "მერკურის" ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარს ეწვია და აღნიშნა, რომ იგი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურ სამთავრობო კამპანიას უერთდება.

>>>

​პრეზიდენტი მადლობას უხდის ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს

საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული ზომებისა და განხორციელებული სამუშაოებისათვის მადლობას უხდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, ცენტრის ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს.

>>>

​პრეზიდენტმა დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება პოლიტიკურ პარტიებს შორის გუშინ საარჩევნო

სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას და პირადად უხდის მადლობას საერთაშორისო თანამეგობრობასა

და იმ ელჩებს, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს და დიდი წვლილი შეიტანეს შეთანხმების მიღწევაში. ასევე

ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მონაწილეობდა ამ დისკუსიებში.

>>>

ყოფილი პრეზიდენტი არ არსებობს, პრეზიდენტი პრეზიდენტია — ნათელაშვილი მარგველაშვილზე

ლეიბორისტული პარტიი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე ყოფილი

პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მისვლას მიესალმება. მისი თქმით, "პრეზიდენტი პრეზიდენტია"

და ყოფილი პრეზიდენტი არ არსებობს.

>>>

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს

შეხვდება და მათგან რეგიონში განხორციელებული სამუშაოებთან და კორონავისურის პრევეციასტან დაკავშირებით

გატარებულიმ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოისმენს.

>>>

ოპოზიცია საპროტესტო აქციებს წყვეტს

ამის შესახებ ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა.

>>>

სალომე ზურაბიშვილი - მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება

მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება , -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

>>>

ოპოზიცია შეეშვას გამარჯვების "უსაფუძვლო ყიჟინას", მეშინია, იგივე არ განმეორდეს — ვოლსკი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მოუწოდებს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ "ჟივილ-ხივილს და გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას" დაანებონ თავი. ქართული ოცნების წევრის მტკიცებით, ეშინია, რომ ოპოზიციის მსგავსმა ქცევამ, შეიძლება ისევ გამოიწვიოს ახალი საარჩევნო სისტემის ჩაგდება.

>>>

ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს - მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

>>>

120/30 - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება შედგა

ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო მანდატების გადანაწილების პრინციპზე შეთანხმდნენ. აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული არაფორმალური შეხვედრისას გადაწყდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !