
ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის თქმით, ყოველდღიურად იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს
განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების
შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა შეეცდება, რომ ეკონომიკაზე შეარბილოს ის დარტყმა, რომელიც კორონავირუსის პოტენციურ
გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს:
"ვიმედოვნებ, რომ ეს სრული მასშტაბით არ მოხდება და ჩვენ მოკლევადიანი შეფერხება გვექნება, რომელიც
შეძილება მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოწესრიგდეს".