
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ბერძენიშვილი რადიო "პალიტრის" ეთერში ამბობს, რომ ხანდახან ალასანიასა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ სტატიებს სახელისუფლებო კულუარებიდანაც უკვეთავენ. მისი თქმით, ის პირები, ვინც ამას აკეთებდნენ, ახლა ხელისუფლებაში აღარ არიან.
"ქართული ოცნების" ზოგიერთი მომხრე, მაგალითად, "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი, რომელსაც დეკლარირებული აქვს, რომ მაგრად მოსწონს ირაკლი ღარიბაშვილი, ამ დროს მაგრად გვაგინებს "რესპუბლიკელებს".
ბევრია ადამიანი, რომელსაც მაგრად მოსწონს ღარიბაშვილი და გვაგინებს "რესპუბლიკელებს". ეს ყოველთვის გულწრფელი დამოკიდებულება არ არის – ხანდახან შეკვეთილია ასეთი ტექსტები. ვარკვევ და მაინტერესებს, რატომ არის შეკვეთილი. იყო დრო, მაგალითად შარშან, როცა ამ შეკვეთის წყაროების მატარებელი ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ დღეს აღარ არიან.
ხანდახან სახელისუფლო კულუარებიდანაც შეუკვეთავენ ხან "რესპუბლიკელების" და ხან ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წერილებს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.