კადრები პრემიერის სახლთან მიმდინარე აქციიდან, დაკავებულთა შორის ადვოკატი და "ტაბულის" ფოტოგრაფი არიან

Image

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ რომეო საჯაია, სალი მახარაშვილი, კობა ნაროუშვილი, ბონდო თიღოშვილი, ლევან კვარაცხელია, დიმიტრი საჯაია დააკავა. დაკავებულია ასევე "ტაბულას" ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე. 

 

აქცია ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შეწყვეტის მოთხოვნით "ფეისბუქზე" დაანონსდა. მასში ანი ნადარეიშვილი, "თავისუფალი ზონის" წევრები, რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. 

 

"ტაბულას" დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ "ფეისბუქზე" დაადასტურა, რომ "ტაბულას" ფოტოგრაფია დაკავებული:

 

"როგორც ირკვევა, ღარიბაშვილის სახლის წინ აქციაზე დააკავეს ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე. გირჩევნიათ ძალიან მალე გამოუშვათ და თითი არ ჰქონდეს ნახლები. დანარჩენი მერე".

 

მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეებს გამვლელები დაუპირისპირდნენ, ანუ, მათი მხრიდან შეურაცხყოფელ გამოთქმებს აქციის მონაწილეთა რეაქცია და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, რის შემდეგაც საქმეში პოლიციელები ჩაერივნენ, თუმცა, აქციის ორგანიზატორმა ანი ნადარეიშვილმა "ფეისბუქზე" გაავრცელა, მისი მტკიცებით, პოლიციელის ფოტო, რომელიც აქციაზე პროვოკატორებს შემოუძღვა.

hak-aqcia.jpg

"თვითონ პოლიციამ მოახდინა დღეს პროვოკაცია. მოიყვანა პროვოკატორები ხელჩაკიდებულები. ყველამ დაინახა ეს. გადაღებულია ფოტო და ვიდეო მასალა. შემოუშვეს ისინი საგინებლად და პროვოკაციისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ყველას, რომ არ წამოგებოდნენ პროვოკაციას, ვინაიდან ზუსტად ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა.

 

მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთი იდგა ადამიანი და იგინებოდა. ვეხვეწვებოდი პოლიციელებს, რომ დაეკავებინათ, რადგან ადამიანებს ჩვეულებრივი ინსტიქტი აქვთ, რომ შეიძლება ვერ მოითმინოს ზოგიერთმა, მით უმეტეს მამაკაცმა, როდესაც მის გვერდზე ქალს აგინებენ.

 

ვეუბნებოდი დაეკავებინათ და ზურგს მაქცევდნენ პოლიციელები. ეს არის მართული პროვოკაცია პოლიციელების მიერ ჭიკაიძის მხრიდან, რომ დაანახოს თავის ფაშას, რა მაგარი ტიპია...", - განუცხადა ანი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს. 

 

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "საქართველო ჰაკიმ ფაშას გარეშე". ასევე, თან ჰქონდათ პლაკატები, ლოზუნგით "ჩაეხსენი სასამართლოს", "ჰაკიმ ფაშა, შენ ხარ სენი, დაგვეხსენი", "ჩვენ გვასამართლებენ მკვლელები, ყაჩაღები, კრიმინალები" და სხვ.

 

აქციის მონაწილეები თავდაპირველად მოსეშვილის ქუჩის დასაწყისში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით გაემართნენ ირაკლი ღარიბაშვილის სახლისკენ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !